celsiusi
Heating 
ზამთრის სეზონზე გათბობა აქტუალური და საჭიროა. შესაბამისად,  გათბობის სისტემებთან დაკავშირებული საკითხებზე ბევრი კითხვა ისმის. ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები ჩვენი ცხოვრების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება. 2-3 წლის წინ მომხმარებელი  გაზის გამათბობელს ანიჭებდა უპირატესობას, ახლა ის ცენტრალურმა გათბობამ ჩაანაცვლა.  ხარისხიანი მომსახურება და კომფორტი-  ეს იზიდავს მომხმარებელს. სწორად შერჩეული  ცენტრალური გათბობა ნაკლებად ხარჯიანია, მეტ სითბოს უზრუნველყოფს და რაც მთავარია უსაფრთხოა.  გათბობის სისტემის მონტაჟამდე, მისი სწორი დაგეგმვა-პროექტირებაა საჭირო. პროექტირება აერთიანებს თბოიზოლაციის გათვალისწინებით, ქვაბის  სიმძლავრის, რადიატორების რაოდენობის/ დიამეტრის,  სველი წერტილების (აბაზანა, სამზარეულო) მილგაყვანილობის სწორად განსაზღვრას,  რათა არ წარმოიქმნას ტენიანობა და ნებისმიერ ამინდში კომფორტული გარემო გარანტირებული იყოს. ერთნაირ ფართზე გათვლილმა  გათბობის სისტემამ შესაძლოა სხვადასხვა შედეგი მოგვცეს. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად პროექტირების ან პროდუქციის არჩევის დროს დაშვებული შეცდომაა. „ცელსიუსის“  მომხმარებლებისთვის გათბობის სისტემის პროექტირება უფასოა, რათა მათ თავი დაიზღვიონ ყველა ზემოაღნიშნული პრობლემებისგან. საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, მომხმარებელთან  მუშაობა კომფორტულად მიმდინარეობს, ონლაინ კონსულტაციით  და დისტანციური მომსახურებით. ამას ემატება პროექტირება და პროდუქციის ადგილზე სრულიად უფასო მიწოდება, რაც მომხმარებელთა კეთილგანწყობას ამაღლებს. კომპანია ცელსიუსი იტალიური  ბრენდი „არისტონის „ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორც პროდუქციით, ასევე სერვისით. ეს ფაქტი  ადასტურებს სერტიფიცირებულ მაღალხარისხიან  მომსახურებას და  ოფიციალურ  5 წლამდე გარანტიას. სტატია გამოქვეყნებულია მარკეტერის გუნდიის მიერ: სტატიის ბმული
ცენტრალური გათბობის საჭიროება თანამედროვე სახლში

Article Author:
მარკეტერი
2021-03-01

Read more
Heating 
Get a full service to buy the right and optimal heating system
გაიგეთ ყველა საჭირო ინფორმაცია გათბობის სისტემებთან დაკავშირებით, მიიღეთ ონლაინ კონსულტაცია დისტანციურად ნებისმიერ კითხვაზე გათბობა-გაგრილების შესახებ

Article Author:
მარკეტერი
2021-02-01

Read more
Heating 
Quality and affordable European heating-cooling systems
არისტონის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გათბობა-გაგრილების ევროპული სისტემები

Article Author:
Entrepreneur Georgia team
2021-01-01

Read more